32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

POG: ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, ინახავდნენ და რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი (ფუძე)“ და ალფა-პვპ. ასევე, ორმა ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერების ნაწილი სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსა.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, მათ შორის არაერთგზის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“, ,,ე“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის ჩადენილი ნასამართლევი პირის მიერ და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში კაცი ცივი იარაღით ქუჩაში გამვლელ ადამიანებს თავს დაესხა, დაშავებულია სამი ქალი
შემდეგი სტატიანარკოლოგი ზურა მახარაძე მოსახლეობას საქართველოში გავრცელებული ახალი, საშიში სინთეზური ნივთიერების შესახებ აფრთხილებს