19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

POG: დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულ პირს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“, რომელიც ბათუმში უკანონოდ მიჰყიდა ერთ პირს.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინა.

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში“რა არჩევნებზე ვლაპარაკობთ? საქართველოში არჩევნები არ ტარდება”- მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია“სადაც არის თავდასხმა, იქ აუცილებლად იქნება პასუხი”- შალვა პაპუაშვილი კაია კალასს პასუხობს