პოეტი ზვიად რატიანი თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პოეტი ზვიად რატიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში თვითრეგულირების საბჭოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო წესით ასაჩივრებს.

სხდომა დღეს 12:00 საათზე გაიმართება. ცნობილია, რომ რატიანი შეხვედრას არ დაესწრება. მის ინტერესებს საია დაიცავს. საქმე ეხება, ზვიად რატიანის საქმის შესახებ ვიდეომასალის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე განთავსებას.

ცნობილია, რომ თვითრეგულირების საბჭომ რატიანის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რატიანის სადავო სიუჟეტი პლატფორმიდან წაშალა, თუმცა განაცხადა, რომ ამით ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსით” დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა.უფლებადამცველები კი ახლა, სამეურვეო საბჭოსგან, დარღვევის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიხარშილაძის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიასაზოგადეობრივი მაუწყებლის შესახებ კანონს პრეზიდენტის ნაცვლად ხელი შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწეროს