25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა

“მწერალთა სახლის” ინფორმაციით, ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ტარიელ ჭანტურია 1932 წლის 11 ივლისს, სოფელ სუფსაში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება.

პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წელს. პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ -1964 წელს.

მისი ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1993), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ.

banner
წინა სტატიაშილიბანი მომავალ კვირას დაგეგმილ პირდაპირ მოლაპარაკებებში მონაწილეობის წინაპირობად ისრაელის მხრიდან ორი ზონის დატოვებას მოითხოვს
შემდეგი სტატიასასამართლომ 11 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებისთვის ორ პირს 8-8 წლით პატიმრობა მიუსაჯა