პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის გადადების შუამდგომლობა რატიანის ადვოკატმა დააყენა, პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დააყენა. რატიანს ტვინის შერყევა აქვს და არსებული ინფორმაციით, საჭირო გახდა მისი გადაყვანა საავადმყოფოში.
სასამართლო სხდომა 17 იანვარს, 17:00 საათზე ჩაინიშნა. ზვიად რატიანს ბრალად ხულიგნობა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა ედება. თავად პოეტის სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის სახაზინო ადვოკატმა პროცესის გადადება კიდევ ერთხელ მოითხოვა
შემდეგი სტატიადედოფალმა ელისაბედ მეორემ ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წელი მიულოცა