პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო მისი დასწრების გარეშე იმსჯელებს

საქმის მასალების შესახებ სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებს. ზვიად რატიანის ადვოკატის ანა ნასრაშვილის განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში სასამართლოს მიმართავენ, რომ საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართოს.

ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში დააკავეს. სასამართლომ ზვიად რატიანს 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შსს-მ მომხდარზე 24 დეკემბერს ბრიფინგი გამართა. მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რატიანი ნასვამი იყო და პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენა. ამასთან მეზვრიშვილმა დასძინა, რომ პროკურატურამ ზვიად რატიანის მიერ სამართალდამცველების მისამართით წაყენებულ ბრალდებაზე გამოძიება დაიწყო. საქმის მოკვლევა დაიწყო გენინსპექციამაც. რატიანის მიმართ პოლიციელთა უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიება პროკურატურამაც დაიწყო.

ზვიად რატიანის აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიიარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით წყნეთში ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგორში ბაგა-ბაღი გაქურდეს