პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის საკითხზე კულტურის სამინისტროში შესაბამისი კომისია იმსჯელებს

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვის საკითხზე დამკრძალავი კომისია იმსჯელებს. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, სხდომაში მერიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

”უდავოა, რომ ბატონი ჯანსუღი ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა თანამედროვე ქართულ პოეზიაში. პირველ რიგში მის ოჯახის წევრებს და მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს მინდა მივუსამძიმრო. დღეს სამინისტროში დამკრძალავი კომისიის სხდომა გაიმართება, სადაც მერიის წარმომადგენლებთან ერთად ყველა საკითხს გავივლით და დავაზუსტებთ”, – განაცხადა გიორგაძემ.

ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშინუ გვექცევით ისე, როგორც მეფე ვეზირებს – დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია – ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე