პოდოლიაკი – უკრაინიდან რუსეთის ძალების გაყვანის გარეშე ცეცხლის შეწყვეტა კონფლიქტის გაჭიანურებას გამოიწვევს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის გარეშე ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა უპირობოდ გამოიწვევს კონფლიქტის გაჭიანურებას და გაყინვას. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პოდოლიაკმა საინფორმაციო ტელემარათონის დროს განაცხადა.

„ეს არსებითად არის ომის გადატანა ერთი, ორი, სამი წლით. როდესაც რუსეთის ფედერაცია დაასრულებს შეცდომებზე მუშაობას, დააგროვებს მეტ რესურსს და დაიწყებს უკრაინაზე ახალი ძალით თავდასხმას“, -განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, თუ რატომ ისმის უკრაინის ზოგიერთი საერთაშორისო მოკავშირეებისგან გარკვეული სახის დათმობებზე წასვლის აუცილებლობის შესახებ განცხადებები.

„მსოფლიომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაიაზრა, რა არის რუსეთის ფედერაცია დღევანდელი სახით და ამიტომ არის გარკვეული განწყობები, რომ მოდით, დავუბრუნდეთ ომამდელ სიტუაციას და ავაწყოთ ბიზნესი და პარტნიორობა. რადგან სხვა ქვეყნებს არ სურთ, მდიდრული ცხოვრების შესაძლებლობის დაკარგვა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მრჩეველმა კიდევ ერთ მიზეზად რუსეთის ლობისტების მუშაობა დაასახელა.

„ამიტომ ჩნდება ასეთი ცოტა პანიკური განწყობები. სწორედ ამიტომ ჩნდება ასეთი საყვედურები, მოდით, შევწყვიტოთ ცეცხლი და დავიწყოთ რამეზე მოლაპარაკება. უკრაინისთვის ეს არ არის მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა მორალური ასპექტი, თუ რატომ არის რუსეთთან ნებისმიერ დათმობებზე წასვლა მიუღებელი.

„უპირობოდ ამორალურია ნებისმიერ დათმობებზე წასვლა მას შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ კიევის ოლქში, მარიუპოლში, სამხრეთით და აღმოსავლეთით და უკრაინის სხვა ქალაქებში. ამის შემდეგ იმაზე საუბარი, რომ რუსეთი აწარმოებს ცივილიზებულ ომს, შეუძლებელია. რუსეთი აწარმოებს მაქსიმალურად ბარბაროსულ საბრძოლო მოქმედებებს და ახორციელებს უკრაინელების გენოციდს, რადგან ისინი არიან უკრაინის მოქალაქეები“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშიმთაწმინდის პარკში „აფხაზეთის დღე“ აღინიშნა
შემდეგი სტატიაგერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმებას რამდენიმე დღეში მიაღწევს