პოდოლიაკი – უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და რუსეთში, ობიექტებზე თავდასხმას არ აპირებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ აპირებს რუსეთში, ობიექტებზე თავდასხმას.

მისივე განმარტებით, უკრაინის პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათ მიერ მიწოდებული იარაღი და ნებისმიერი სახის სხვა ბრალდება რუსეთის სპეციალური სამსახურების ფსიქოლოგიური ოპერაციაა.

„რუსეთისთვის დღეს ნომერ პირველი ამოცანა უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ნდობისთვის ძირის გამოთხრაა. უკრაინა აწარმოებს თავდაცვით ომს და არ გეგმავს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის გამოყენებას რუსეთში ობიექტებზე დარტყმის განსახორციელებლად. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, სად გამოიყენება მათი იარაღი. ნებისმიერი სახის ბრალდება მსგავს განზრახვაზე რუსეთის სპეციალური უწყებების ფსიქოლოგიური ოპერაციაა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში ხელნაკეთი შოკოლადების საწარმომ წარმოება გაზარდა
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – პრეზიდენტი არ არის კვლევითი ორგანიზაციის ექსპერტი, რომ მხოლოდ სწორი განცხადებები აკეთოს