პოდოლიაკი – „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ შესახებ პუტინის განცხადება რუსეთის მიერ დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადება „უკანასკნელ უკრაინელამდე ომის“ შესახებ არის რუსეთის მიერ დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„არ არსებობს „კოლექტიური დასავლეთის“ არანაირი გეგმა. მხოლოდ კონკრეტული z-არმია შევიდა სუვერენულ უკრაინაში, ბომბავს ქალაქებს და კლავს მშვიდობიან მცხოვრებლებს. ყველაფერი დანარჩენი არის პრიმიტიული პროპაგანდა, დაგეგმილი გენოციდის კიდევ ერთი მტკიცებულებაა“, – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიტოკაევმა მთავრობას დაავალა ნავთობის მიწოდების გზების დივერსიფიკაცია რუსეთის ფედერაციის გვერდის ავლით
შემდეგი სტატია36 900 ჯარისკაცი, 1 637 ტანკი, 3 811 ჯავშანეტქნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი