უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ყირიმში, საბრძოლო მასალის საცავში მომხდარ აფეთქებას ეხმიანება და აცხადებს, რომ დემილიტარიზაცია ამოქმედებულია.
„ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. შეგახსენებთ: ნორმალური ქვეყნის ყირიმი დაკავშირებულია შავ ზღვასთან, მთებთან, დასვენებასა და ტურიზმთან, მაგრამ რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმი დაკავშირებულია საწყობების აფეთქებასთან და დამპყრობლებისა და ქურდების სიკვდილის მაღალ რისკთან. დემილიტარიზაცია ამოქმედებულია“, – წერს პოდოლიაკი.