პოდოლიაკი ორბანზე: ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„როგორ გავუგოთ მათ, ვინც ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტისკენ მოუწოდებს?“ – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ წარმოდგენილ სამშვიდობო გეგმას.

ორბანმა დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მის მიერ შეთავაზებული წინადადება ზელენსკიმ უარყო

პოდოლიაკის თქმით, ასეთი შეთავაზებები არასერიოზულია და ომს ვერ დაასრულებს.

„ძალიან საინტერესო შეთავაზებაა – უკრაინამ დაუყოვნებლივ და ცალმხრივად უნდა შეწყვიტოს ცეცხლი. რა თქმა უნდა, იგულისხმება შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმები, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის საზღვართან. რუსეთს კი შეუძლია, გააგრძელოს დარტყმები, რაზეც არაერთხელ მიუთითა სერგეი ლავროვმა, რომლის თქმითაც, მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაშიც, არ შეწყვეტენ უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმებს“, – ამბობს პოდოლიაკი.

მისი თქმით, რუსეთი, შუამავლების საშუალებით ცდილობს, უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმოს, თავად კი ახალი შეტევები დაგეგმოს.

„კითხვა რიტორიკულია – როგორ გავუგოთ ადამიანებს, რომლებიც ჩართული არიან იძულების კამპანიაში, რომ იმ ქვეყანამ, რომელსაც თავს დაესხნენ, ცალმხრივად შეწყვიტოს ცეცხლი. უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა – ნუთუ, ეს შეთავაზებები სერიოზულად კეთდება და ნუთუ, ისინი ომის დასრულებამდე მიგვიყვანენ?“, – წერს პოდოლიაკი Telegram-ზე.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ კიევში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზა, ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტა განიხილოს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების მიზნით.

banner
წინა სტატიაში„მარტივი და პრიმიტიული“ – პოდოლიაკმა განმარტა, თუ რატომ მოუწოდა ორბანმა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ
შემდეგი სტატიაჩინეთს შეუძლია ერთი სატელეფონო ზარით დაასრულოს ომი უკრაინაში – ფინეთის პრეზიდენტი