“PLUSპარასკევს“ საქართველოს ბანკის მომხმარებლები სასურველ ნივთებს PLUS ქულებითნახევარ ფასად შეიძენენ

5 ივლისი PLUS-ისდაბადების დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს საქართველოს ბანკის მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.

„PLUS პარასკევს“ საქართველოს ბანკის 200-ზე მეტ პარტნიორ მაღაზიაშიPLUS ქულებით გადახდისას განსაკუთრებულ შეთავაზებას, 50%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

ლოიალურობის პროგრამაში ჩართულია საქართველოს ბანკის ყველა მომხმარებელი, PLUS ქულები კი გროვდება საქართველოს ბანკის POS ტერმინალზე გადახდების შესრულებისას.

დაგროვებული PLUS ქულებით შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის შეძენა, მათ შორისაა ტექნიკა, ავეჯი, ტანსაცმელი, ბილეთები და სხვა. PLUSქულებით ასევე შესაძლებელიასამგზავრო ან მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური გადასახადების დაფარვა ან სხვა სახის მომსახურების მიღება.

დაბადების დღეზე ფასდაკლება მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში. სასურველი ნივთის შეძენა კი შესაძლებელია როგორც მთლიანად PLUS ქულებით, ისე ნაწილობრივ – თანხით.

“მოხარული ვართ, რომ ყოველწლიურად PLUS-ის დაბადების დღეს ჩვენი მომხმარებლები დიდი მოლოდინით ხვდებიან. ჩვენ წელსაც არ ვარღვევთ ტრადიციას და მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეიძინონ სასურველი ნივთი ან მიიღონ მომსახურება ნახევარ ფასად, ქულების დახმარებით. წელს 5 ივლისი პარასკევს ემთხვევა, ამიტომაც საქართველოს ბანკი „PLUS პარასკევს“ აღნიშნავს, რაც, ვფიქრობთ, ერთ-ერთ მთავარ შოპინგ დღეს, Black Friday-სინტერესით და მოთხოვნით არ ჩამოუვარდება. ჩვენ მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ მომხმარებლებს“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

banner
წინა სტატიაში“წადი“, “მონა” – ნაკრებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე კობახიძის გამოჩენას შეძახილები მოჰყვა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაჯიმ ო’ბრაიენი – თუ რუსეთი ფრონტის ხაზის გაფართოებას შეეცდება, მაშინ უკრაინას უფრო შორ მანძილზე დარტყმის უფლება ექნება