ფლორიდის აეროპორტში სროლის მომწყობმა განაცხადა, რომ მის გონებას აშშ-ს დაზვერვა აკონტროლებს

ამერიკაში, ფლორიდას ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში სროლაში ეჭვმიტანილი ამტკიცებს, რომ მის გონებას აშშ-ს დაზვერვა აკონტროლებს – წერს Reuters-ი. გარდა ამისა, სააგენტო იტყობინება, რომ გასულ წელს, ეჭვმიტანილის ფსიქიკური კვლევების დროს დროებით ჩამორთმეული იარაღი, მას უკან დაუბრუნეს. პოლიციის წარმომადგენლის კრისტოფერ ტოლის თქმით, 26 წლის ერაყის ომის ვეტერან ესტებან სანტიაგოს იარაღი იმიტომ დაუბრუნეს, რომ მას დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი. სანტიაგო გამოკვლევებზე მას შემდეგ გააგზავნეს, რაც მან თქვა, რომ ხმაბი ესმის, რომლის შემდეგადაც დაასკვნა, რომ ის აშშ-ს დაზვერვის ზემოქმედების ქვეშ არის.

6 იანვარს სროლის შედეგად აეროპორტში 6 ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი დაიჭრა.

banner
წინა სტატიაშიევროპაში ანომალიური სიცივეა
შემდეგი სტატიარატი გაჩეჩილაძის ადვოკატი ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის მოტივზე საუბრობს