ფლორიდაში პოლიციამ შავკანიანი მამაკაცი საკუთარ სახლში სადილობისას მოკლა

ფლორიდაში პოლიციამ შავკანიანი მამაკაცი საკუთარ სახლში სადილობისას მოკლა

2ამერიკის შტატ ფლორიდაში პოლიციელებმა მამაკაცი მოკლეს, როცა ის მშვიდად სადილობდა საკუთარ ეზოში – დღეს The Independent-ი წერს.
ინდციდენტი ქალაქ პომპანო-ბიჩზე მოხდა. პოლიციელები კერძო სახლში ოჯახური კონფლიქტის გამო გამოძახებით მივიდნენ: 59 წლის გრეგორი ფრეიზერი ქალიშვილთან წაკამათდა.
მიუხედავად იმისა, რომ მამა-შვილი სამართალდამცველების მოსვლამდე შერიგდნენ, ორი პოლიციელი ეზოში უკანა მხრიდან შევიდნენ, სადაც დაინახეს მამაკაცი, რომელიც ქათამს და კარტოფილს მშვიდად ჭამდა. როგორც დაღუპულის ძმისშვილმა განაცხადა, პოლიციელებმა მამაკაცს დაწოლა უბრძანეს, რაზეც მან უპასუხა: “თავი დამანებეთ”. მორიგი ბრძანებისას შეუსრულებლობის შემდეგ, პოლიციელებმა მას ესროლეს.მეზობლებმა ხუთი გასროლა გაიგეს.

სამართალდამცველებმა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
პოლიციელები, გამოძიების დასრულებამდე ადმინისტრაციულ შვებულებაში არიან გაშვებული.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელმა აქტივისტებმა მეტროს რეკლამა ამოისყიდეს, რომ კატების ფოტოები გამოეფინათ
შემდეგი სტატიაგოდერძი თევზაძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს