(video) თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე, 29 წლის ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი იყო

Ckw0iS_XEAI6OWtფლორიდის ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბშზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ Reuters ტრორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ სააგენტო AMAQ-ზე დაყრდნობით იტყობინება.

ორლანდოში ღამის გეი-კლუბში შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნას, ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი ემსხვერპლა. ჰოსპიტალიზებულია 53 დაშავებული.

ოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე, 29 წლის ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი იყო. ის სამართალდამცველებმა ორმრხივი სროლის დროს მოკლეს. ომარ მარტინი 2007 წლიდან კერძო დაცვის უმსხვილეს კომპანიაში G4S-ში მუშაობდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად კომპანიაში ადასტურებენ.

“ჩვენ შოკირებული  ვართ ტრაგიკული შემთხვევით, რომელიც ორლანდოს ღამის კლუბში მოხდა. ვადასტურებთ, რომ ომარ მარტინი G4S-ში 2007 წლის 10 სექტემბრიდან მუშაობდა. ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან”, – ნათქვამია დაცვის კომპანიის წარმომადგენლის განცხადებაში.

ამერიკული ტელეკომპანია NBC კი აცხადებს, რომ ღამის კლუბზე თავდასხმამდე ომარ მატინმა აშშ-ის საგანგებო სამსახურს 911-ს დაურეკა და “ისლამური სახელმწიფოსადმი” ერთგულების შესახებ განაცხადა.

https://youtu.be/P9fSCvpPx-Y

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე:ირაკლი შოთაძემ, ვახტანგ გომელაურმა და სოსო გოგაშვილმა დატოვონ თანამდებობები
შემდეგი სტატიადაუნდობელმა სტიქიამ ჩვენი დედაქალაქის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ეპიზოდი დაწერა