ფლორიდაში დღეს დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართება

დღეს, ფლორიდაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაა დანიშნული. უკრაინული მედიის თანახმად, თეთრი სახლის განრიგის მიხედვით, პრეზიდენტების ორმხრივი მოლაპარაკებები ქალაქ პალმ-ბიჩში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება. ეს კიევის დროით 20:00 საათს შეესაბამება, ხოლო თბილისის დროით – 22:00 საათს.

უკრაინული დელეგაცია უკვე აშშ-ში ჩამოვიდა. ზელენსკის განცხადებით, შეხვედრაზე უკრაინის მხარეს წარადგენენ:

  • რუსტემ უმეროვი – ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი;

  • ალექსეი სობოლევი – ეკონომიკის მინისტრი;

  • ანდრეი ჰნატოვი – უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;

  • ალექსანდრ ბევზი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი;

  • სერგეი კისლიცა – საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილ დანაშაულებრივ ჯგუფში, მოქმედი სახალხო დეპუტატებიც შედიან
შემდეგი სტატია“სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების საქართველოთი ტრანზიტის ტარიფთან დაკავშირებით საკითხი მოგვარებულია” – ჯეიჰუნ ბაირამოვი