ფლორიდას შტატში ვლადიმირ პუტინი დააკავეს (ის არა)

11“ფლორიდას შტატში ვლადიმირ პუტინი დააკავეს (ის არა)” – ასეთი სათაურით აქვეყნებს “ბიბისი” სტატიას იმის შესახებ, რომ ფლორიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ვესტ-პალმ-ბიჩში, სუპერმარკეტ Publix-ში ვლადიმირ პუტინი დააკავეს, რომელიც ხალხს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებდა. მაღაზიის დირექტორმა პოლიცია გამოიძახა.
ჟურნალისტმა ვადა მოსავატმა “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე დაწერა, რომ “ფსბ-ს გამოძახება არ გახდა საჭირო და არც საერთაშორისო სახეს მიიღებს ეს ინციდენტი, რადგანაც დაკავებული ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი არ არის” – წერს ჟურნალისტი.”ის ადგილობრივი 48 წლის უსახლკარო აღმოჩნდა და არა 63 წლის დიქტატორი, რომელსაც უპერანგოდ უყვარს სიარული” – აქვეყნებს ვადა მოსავატა.

პოლიციამ ამერიკელი პუტინი დააკავა. მას ბრალად სხვის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა და წინააღმდეგობის გაწევა წაუყენეს. ვლადიმირ პუტინს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ერდორანს ყარაბახის შესახებ პირობა წამოუყენა
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ კორეამ ერთ-ერთი მსხვილი პოლიტიკოსი სიკვდილით დასაჯა