ხუთი ადამიანი გახდა ქარიშხალ “ფლორენსის” მსხვერპლი, რომელმაც აშშ-ს სანაპიროებს მიაღწია.ქარიშხალის შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ჩრდილოეთ კაროლინას ზოგიერთ რაიონებში წყლის დონემ სამ მეტრს მიაღწია.
შტატის გუბერნატორის როი კუპერის განაცხადებით, ქარიშხალი ტროპიკული შტორმის დონეს მიაღწევს და დამანგრეველ ძალას რამდენიმე დღის მანძილზე შეინარჩუნებს. ქარიშხალთან ერთად იქნება უძლიერესი წვიმები, ქარიშხლის სიძლიერე კი წააქცევს ხეებს და დაანგრევს შენობებს.
კუპერმა ციკლონს “ათასწლეულის ქარიშხალი” უწოდა. “უარესი წინ არის. თუკი ქარიშხალი ჯერ არ მოსულა თქვენთან, ეს მოხდება” – გუბერნატორმა ჩრდილოეთ კაროლინას მკვიდრები გააფრთხილა.
მეტეოროლოგები ელოდებიან, რომ “ფლორენსი” აშშ-ს ტერიტორიაზე დაახლოებით 68 მილიარდ ტონა წყალს გადმოისვრის.