პლენარულ სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ლურსმანაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ.

მანამდე დეპუტატებს შორის სიტყვიერი კამათი იყო. ისინი ერთმანეთს “ჩირგვებში დამალულს” უწოდებდნენ. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

შეხლა-შემოხლის გამო, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე დაჩი ბერაიაზე – გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე უმრავლესობას – ყველას დიდი ხნით ვერ გააბრიყვებთ და მოატყუებთ