პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მორიგი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის ტარიელ ნაკაიძის გამოსვლას მოჰყვა. მას უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.
„ნუ გაყიდით საქართველოს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს. წყალში ნუ ჩაყრით წინაპრების ღვაწლს. თუ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, ორჯონიკიძეების გვერდით იქნებით“, – მიმართა უმრავლესობას ნაკაიძემ.
აღნიშნული განცხადების გაკეთების დროს მასთან უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მივიდა. უმრავლესობის წევრებმა ტარიელ ნაკაიძეს „ნომრიანი აგენტი“ უწოდეს.