პლებისციტზე კი არა, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ

პლებისციტზე კი არა, პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით, თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერს, გიგა ბოკერიას გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლებას პლებისციტზე შეთანხმებას სთავაზობს ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე სთავაზობს ოპოზიციას, მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ შეაფასოს, არის თუ არა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 1%-იანი გადახრა.

„პლებისციტზე კი არა პირდაპირ რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით თუ 1%-იანი გადახრა იქნება ჩვენს სასარგებლოდ. მათი მონაწილეობით შექმნილმა კომისიამ შეაფასოს, მათი მონაწილეობით მოძიებულმა მტკიცებულებებმა თქვას, რომ 1%-იანი გადახრა იყო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და არა თუ პლებისციტს, ვატარებთ რიგგარეშე არჩევნებს. ახლა გაცილებით მეტია არჩევნები მათი მოთხოვნის ფარგლებში. გაცილებით მეტს ვთავაზობთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნები. პლებისციტზე და რიგგარეშე არჩევნებზე საერთოდ არ უნდა იყოს საუბარი იმ შემთხვევაში, თუ არ არის დარღვევა, გადაცდომა, მით უმეტეს, გაყალბება. რიგგარეშე არჩევნებზე დავთანხმდებით, თუ აღმოჩნდება 1%-იანი გადახრა“, – განაცხადა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, პარტიების დაფინანსების და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცვლილებები ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნოს
შემდეგი სტატიათბილისის მერიამ ბიზნესის მხარდასაჭერად შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა