პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით “ევროპულმა საქართველომ” 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა

ევროპულმა საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშრებით პლებისციტის ჩატარებაზე 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ამის შესახებ განცხადება, პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს ხელმოწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში, კერძოდ კი პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, ხელმოწერების შეგროვება ამ დრომდე გრძელდება და მას შემდეგ რაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, ხელმოწერები წარდგენა მოხდება.

„ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ მისული ძალიან ბევრ ოჯახში და შეგროვდა 100 ათასი ხელმოწერა პლებისციტის მხარდაჭერით. ჩვენ შევაგროვეთ 100 ათასი ხელმოწერა და მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს 100 ათასი ხელმოწერა ასახავს ჩვენი მოსახლეობის, ქართველი ხალხის აზრს და არა ის იმიტირებული პროცესი, რომელსაც დღეს მართავს ქართული ოცნება დარბაზებში საკუთარი აქტივისტების, გამგეობის თანამშრომლების და ნათესავების მონაწილეობით,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძეს მდინარაძე შეცვლის – სპიკერი გერმანიაში ელჩად გადაჰყავთ?
შემდეგი სტატიარომან გოცირიძის აზრით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე გადაწყვეტილება სუს-მა კი არა, სხვა პირმა მიიღო