Playboy შიშველი ქალების ფოტოების გამოქვეყნებას შეწყვეტს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 13, 2015 16:48

Playboy შიშველი ქალების ფოტოების გამოქვეყნებას შეწყვეტს

Playboyმამაკაცების ცნობილი ჟურნალი Playboy შიშველი ქალების ფოტოების გამოქვეყნებაზე სრულად ამბობს უარს. გამოცემის ამერიკელი მფლობელები თვლიან, რომ ინტერნეტმა სიშიშვლე უინტერესო გახადა და რომ პორნოგრაფიული ჟურნალები უკვე რენტაბელური არ არის.
ამასთანავე,ის უარს არ ამბობს ქალების სურათებზე.

1953 წელს გამოქვეყნებული ჟურნალი 20 წლის მანძილზე 5,6 მილიონი ეგზემპლარით იყიდებოდა, ახლაკი მისი ტირაჟი 800 ათასია. სიახლეები,რომელიც მარტში გამოჩნდება ჟურნალში, უკვე დაამტკიცა მისმა 89 წლის მფლობელმა.

Playboy მე-20 საუკუნის პირველი გამოცემა იყო ცარცის ქაღალდზე. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, Playboy საკუთარი გამარჯვებების მსხვერპლი გახდა.

“დღეს შიშველი ქალისგან ყველას მხოლოდდამხოლოდ ღილაკზე თითის ერთი დაჭერა აშორებს. ასე,რომ ჩვენთან ამან აქტუალობა დაკარგა და დაძველდა” – განაცხადა მან.

Playboy შიშველი ქალების ფოტოების გამოქვეყნებას შეწყვეტს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 13, 2015 16:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics