პლასტმასის ბოთლის წყალში მიკრონაწილაკები აღმოაჩინეს – ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია გამოძიებას იწყებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ბოთლის დასალევ წყალში პლასტმასის მიკრონაწილაკების შესწავლას იწყებს. ჟურნალისტური ორგანიზაცია Orb Media-ს მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ცხრა ქვეყნის 250 სახეობის პლასტმასის ბოთლის დასალევი წყალი შეიცავდა პლასტმასის ნაწილაკებს. წყლებს ტესტირება ჩაუტარდა შტატ ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ქალაქ ფრედონიაში.

პროფესორ შერი მეისონის თქმით, ნაწილაკები აღმოჩენილია ანალიზზე გაშვებულ ყველა ბოთლში, ანუ, 250-ვე დასახელების წყალში. “პლასტმასი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა, ახლა ისინი წყალში აღმოჩნდა, ასევე სხვა პროდუქტებში, რაც პლასტმასის ჭურჭელშია, საქმე იმაში არ არის, ჩვენ იმ წყლების მწარმოებელ ფიურმებს დავასახელებთ თუ არა, ის ყველგანაა” – თქვა პროფესორმა “ბიბისისთან” საუბარში.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი, მიკრონაწილაკები მისი შინაგანად მიღების შემთხვევაში ვნებს თუ არა ჯანმრთელობას – მისი ეფექტი ბოლომდე არ არის შესწავლილი.
ქვეყნებში, სადაც ონკანის წყალი არ ვარგა დასალევად, ექსპერტები ხალხს წყლის ბოთლიდან დალევას ურჩევენ. “შედეგები, რომელიც მივიღეთ, კატასტროფული არ არის, მაგრამ საგანგაშოა” – ამბობს პროფესორი მეისონი.

ჟურნალისტები წყლის მწარმოებელ კომპანიებს დაუკავშირდნენ, მათ განაცხადეს, რომ მათი პროდუქტი უმაღლესი სტანდარტისაა, ამასთანავე აღნიშნეს, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც კი არ არსებობს წყალში მიკრონაწილაკების დასაშვები ნორმების სტანდარტი და რომ ამ პარამეტრის ტესტირების პროცედურები არ არის დამუშავებული.

banner
წინა სტატიაშისენაკში, გაუმართავმა დანადგარმა ადამიანი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიამაკრონმა პარიზში წიგნის სალონში რუსული სტენდის ნახვაზე უარი თქვა