“პლანშეტი ჩემი ოცნებაა, თოვლის ბაბუას კი ამის საშუალება არ აქვს”- ლუკა მიქავა

9 წლის ლუკვა მიქავას დაბადებიდან სმენის პრობლემა აქვს. ლუკა ქუთაისში არსებულ სპეციალიზებულ 45-ე საჯარო სკოლაში სწავლობს.

ლუკას ოჯახი ქუთაისში მცხოვრები 80 სმენადაქვეითებული ოჯახის რიგებში ირიცხება, პატარას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლუკა წლებია კომპიუტერზე ოცნებობს, თუმცა, მისი შეძენის საშუალება ოჯახს არ აქვს.

ლუკას საახაწლოდ თოვლის ბაბუასთვის წერილი არ დაუწერია, რადგან იცის, რომ პლანშეტს თოვლის ბაბუა ვერ მოუტანს.

“პლანშეტი ჩემი ოცნებაა. თოვლის ბაბუისთვის წერილი არ დამიწერია, რადგან ვიცი, რომ ვერ მომიტანს საჩუქარს. არ ვიცი ამისრულდება თუ არა ოდესმე ოცნება. ვერც სახლში ვეუბნები დედიკოს მიყიდე კომპიუტერი მეთქი, რადგან ამის საშუალება მას არ აქვს,”- ამბობს ლუკა მიქავა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ საზოგადოებას განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები გააცნო
შემდეგი სტატია,,უწმინდესი სულ მარიგებდა და მომცა ძალა, რომ ჩემს ასაკში დამეწერა”