“ფლანგვის დეტექტორი”: შსს-მ Facebook-რეკლამებში გაწეული ხარჯების 60% ლაშქარავას კადრების გავრცელებას მოახმარა

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, შსს-მ Facebook რეკლამებში 18 თვეში $1 049 დახარჯა, საიდანაც $600 მხოლოდ მოკლული ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას ვიდეოების გავრცელებას მოხმარდა.

ორგანიზაციის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 6 -ჯერ ნაკლები თანხა დახარჯა მინისტრის მიერ წარდგენილი 10-წლიანი სამოქმედო გეგმის, სოციალური ქსელის საშუალებით მოსახლეობამდე მიტანაზე.

შსს-მ 6-ჯერ ნაკლები, დაახლოებით $100, დახარჯა მინისტრის მიერ წარდგენილი 10-წლიანი სამოქმედო გეგმის FB-ის საშუალებით მოსახლეობამდე მიტანაზე. ლექსო ლაშქარავა UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა და ეს პირველი შემთხვევაა 2008 წლის შემდეგ, როდესაც ქართველი ჟურნალისტი ამ სიაში ხვდება. სახალხო დამცველისა და Human Rights Watch-ი ანგარიშები ძალოვანი სტრუქტურების მიერ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე გვაუწყებენ. ამის მიუხედავად, შსს-ს დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება: 2020-თან შედარებით 2022-ში სამინისტროს დაფინანსება თითქმის 100 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში, 2020-22 წლებში 2.4 მილიარდი ლარი შეადგინა, – წერს ორგანიზაცია Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშიNCDC-ის თანამშრომელი: თუკი ხართ კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულის და დაგეწყოთ ანალოგიური სიმპტომები, თქვენ გეკუთვნით კოვიდ 19 ტესტირება უფასოდ
შემდეგი სტატიავაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება