ფხენიანსა და მოსკოვს შორის გაფორმებული შეთანხმებას შემდეგ სეული უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს

სამხრეთ კორეა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ გამორიცხავს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ამის თაობაზე სამხრეთ კორეის სააგენტო „რეინჰაპი“ იუწყება.

„ჩრდილოეთ კორეასთან ნებისმიერი ტიპის სამხედრო თანამშრომლობა არის გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევა. ეს ხელშეკრულება ჩვენს სერიოზულ აღშფოთებას იწვევს და ამ ფაქტს კატეგორიულად ვგმობთ“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე სამხრეთ კორეის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩან ხო ჩჟინმა.

სამხრეთ კორეა მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. ამასთანავე, უკრაინას სეული იარაღს არ აწვდის. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის სეულის ამ პოზიციას დადებითად აფასებს.

banner
წინა სტატიაშიNATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება
შემდეგი სტატიაკობახიძე: მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა