ფხენიანმა ორი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მოაწყო

პარასკევს ჩრდილოეთ კორეაში მინიმუმ ორი ახლო მანძილის ბალისტიკური რაკეტის გამოცდა მოეწყო – სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. რამდენიმე ხნით ადრე ფხენიანმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს “თავხედი” უწოდა და მოლაპარაკებების საბოლოო შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
ჩრდილოეთ კორეა აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივ წვრთნებს, რომელიც გასულ კვირას დაიწყო, აპროტესტებს და მას “ომისთვის მზადებას’ უწოდებს. გასულ კვირას ფხენიანმა, ასევე, რამდენიმე რაკეტა გამოსცადა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომ ბოლო ბალისტიკური წვრთნების გამო საფრთხეს ვერ ხედავს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა, შესაძლოა, “განკითხვის დღე” გამოსცადა
შემდეგი სტატიანიუ-იორკის უმსხვილეს მეტროსადგურში ევაკუაცია მოხდა