ფხენიანმა დღეს ორჯერ წარუმატებლად გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა

დღეს ფხენიანმა ორჯერ წარუმატებლად გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა – Reuters-ი წერს.
გაშვება ადგილობრივი დროით 19.26 საათზე, ქალაქ ვონსანტან მოხდა და სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდა. დღესვე უფრო ადრე იქნა გაშვებული ბალისტიკური საშუალო მანძილის “მუსუდანი”. სამხრეთ კორეელი სამხედროების შეფასებით, ის აფრენიდან რამდენიმე წამში ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 24 აპრილს ფხენიანმა წარმატებით გაუშვა ბალისტუკური რაკეტა “წყლის ზედაპირი – მიწა”.

კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბული სიტუაციაა წლის დასაწყისიდან, როცა 6 იანვარს კინ ჩენ ინმა წყალბადის ბომბის წარმატებულ გაშვებაზე გააკეთა განცხადება.

banner
წინა სტატიაშიდროა პოლიტიკურმა ძალებმა ურთიერთშეურაცხყოფის ნაცვლად დიალოგი აწარმოონ
შემდეგი სტატია,, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება”