ფხენიანმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს “უმეცარი და სულელი” უწოდა

ჩრდილოეთკორეელმა მაღალჩინოსანმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს ‘სულელი” უწოდა და ატომური ომით დაემუქრა, თუკი მათი ქვეყნები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ჩხვე სონ ხიმ განაცხადა, რომ ფხენიანი არ შეეხვეწება აშშ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს ან არ შეეცდება ვაშინგტონი დაარწმუნოს დიალოგის აუცილებლობაში. უკანასკნელი დღეების მანძილზე ორი ქვეყნის შეხვედრა, რომელიც 12 ივნისს იყო დაგეგმილი, ჩაშლის პირას არის. ფხენიანმა განაცხადა, რომ თავის გადაწყვეტილებას მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, გადახედავს, თუკი აშშ ატომურ იარაღზე უარს ცალმხრიავდ მოითხოვს. სამშაბათს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სამიტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუკი ჩრდილოეთ კორეა გარკვეულ პირობებს შეასრულებს.
სტატიაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეულმა სააგენტომ გაავრცელა, ჩხვე სონ ხი ამბობს, რომ უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე პენსი “დაუფიქრებელ და თავხედურ” განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლებელია, ლიბიის ბედი გაიზიაროს. მან პენსს პოლიტიკური თოჯინა უწოდა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დაწყებას ფხენიანი არ იხვეწებოდა და თქვა: “შევხვდებით თუ არა მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ ატომურ ომს გამვართავთ – აშშ-ს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული” – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეამ პუნგერის ატომური პოლიგონის დემონტაჟი გააკეთა
შემდეგი სტატიააშშ-ს დიპლომატები ჩინეთში გააფრთხილეს უყურადღებოდ არ დატოვონ გაურკვეველი ხმები