ფხენიანის მოსახლეობამ ატომური პოლიტიკის მხარდასაჭერად გრანდიოზული მიტინგი გამართა

ჩრდილოეთ კორეაში ათასობით ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციაზე, რომელიც ქვეყნის ატომურ პოლიტიკას უჭერს მხარს. იტყობინებიან, რომ ღონისძიებას კარგი რეჟისურა ქონდა. ხალხი ქალაქის მთავარ მოედანზე იკრიბებოდა სადღესასწაულო სიტყვების მოსასმენად, რომელიც ატომურ პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას ეხებოდა.
მთავრობამ განაცხადა, რომ 9 სექტემბერს ქვეყანამ წარმატებით განახორციელა ატომური იარაღის გამოცდა. სამთავრობო საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ, რომ ქვეყნის ისტორიაში უმსხვილესი ატომური ქობინი ააფეთქეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურატურამ შს მინისტრ ავაკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
შემდეგი სტატიანიუ-იორკის გენპროკურატურა ტრამპის საქველმოქმედო ფონდით დაინტერესდა