აფხაზეთში მიმდინარე რეფერენდუმზე ამომრჩევლების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა

დე-ფაქტო აფხაზეთის საზოგადოებრივი ორგანიზაციები რუსეთს ერთგულებას ეფიცებიან

შუადღის მონაცემებით, დღეს აფხაზეთში მიმდინარე რეფერენდუმზე, ამომრჩევლების რეკორდულად დაბალი რაოდენობა დაფიქსირდა. პრეს-კონფერენციაზე, რომელიც დე-ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბატალ ტაბაღუამ ჩაატარა, განაცხადა, რომ სოხუმში დღის პირველ ნახევარში 39 768 ამომრჩევლიდან მხოლოდ 166 გამოცხადდა, გუდაუთის რაიონში 24 419 ამომრჩევლიდან – 150, სოხუმის რაიონში 7 451-დან – 77, გაგრაში 26 747-დან – 174, გულრიფშის რაიონში 12 110 ამომრჩევლიდან – 87, ოჩამჩირეს რაიონში 15 712-დან – 62, ტყვარჩელში 6 663-დან – 25, გალის რაიონში 340-დან – ერთი ამომრჩეველი.

საერთო ჯამში, ამომრჩევლების მხოლოდ 0,54%-მა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ტაბაღუას თქმით, რეფერენდუმი 8,5 მილიონი რუბლი (250 ათასი ლარი) დაჯდა.
რეფერენდუმის ინიციატორია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლების ოპოზიცია.

banner
წინა სტატიაშიალაბამაში პენსიონერმა შვილის სახლს ცეცხლი წაუკიდა და საკუთარი ცოლი მძევლად აიყვანა
შემდეგი სტატიაპარიზში პოლიციამ ალყა შემოარტყა სასტუმროს, სადაც საფრანგეთის ნაკრებია გაჩერებული