აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო: საქართველო შესაძლებელია ნატოში გაწევრიანდეს

28 თებერვალს აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტროში თებერვლის თვის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, სადაც, ასევე დაიგეგმა მომდევნო თვის აქტივობები. დე-დაქტო თავდაცვის მინისტრმა მიმიოხილა რა საქართველოს სამხედრო სტრატეგია, განაცხადა, რომ საქართველო თავის სამხედრო ძალას ზრდის.
დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელმა თემურ კორტავამ კი განაცხადა, რომ “ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების აქტიური მომზადება მიმდინარეობს… იმის მიუხედავად, რომ ნატოს წესდების მეხუთე მუხლი გამორიცხავს ისეთი სახელმწიფოს გაერთიანებას ალიანსში, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები აქვს, საქართველოს ნატოში გაწევრიანება, შესაძლებელია ნატოს წესდების მეხუთე და მეექვსე მუხლის შეცვლით მოიხდეს, მით უმეტეს, რომ მსგავსი რამ უკვე მოხდა თურქეთისა და საბერძნეთის მაგალითზე” -წერს ადგილობრივი მედია.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სირიაში პროვოკაციული ქიმიური შეტევის შესახებ გაეროს აფრთხილებს
შემდეგი სტატიადღეიდან სამარშრუტო ტაქსები მხოლოდ მოსაცდელებზე გაჩერდებიან