ფხაკაძე: თუ ადამიანი რეანიმაციაში მოხვდება, მისი გადარჩენის შანსი დაბალია

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი საშუალება ვაქცინაცია და პირბადეა. ფხაკაძე მიმართავს ექიმებს რეკომენდაციით, რომ მათი 100% აიცრას.

“ორი ყველაზე კარგი ვაქცინაა მსოფლიოში, ეს არის “ფაიზერი” და “მოდერნა”. ვფიქრობ, უნდა ვიყოთ სტრატეგიულები, ჯერ მოზრდილი ადამიანები არ აცრილან და უკვე ბავშვებზე დავიწყეთ კონცეტრირება. კონცეტრირება უნდა მოხდეს სამედიცინო პერსონალზე, პედაგოგებზე. ვთვლი, რომ უნდა გამოვიყენოთ საფრანგეთის მაგალითი, საფრანგეთში სამედიცინო პერსონალი, ექიმები, სოცმუშაკები, 100%-ით არიან აცრილები. თავიდან იყო პროტესტი, მაგრამ 1 კვირაში დასრულდა.

არის პროფესიები, სადაც “ფაიზერით” ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს, როგორც ისრაელმა გააკეთა, სასწავლებლებში, მასწავლებლები, მანდატური, ტექნიკური პერსონალი უნდა იყოს 100 %-ით აცრილი, ამის შემდეგ უკვე მომსახურების სფეროში, სადაც ადამიანებს აქვთ ურთიერთობა, ახლო კონტაქტი, უნდა შევამციროთ რისკები. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს კოვიდ-საშვი,”-განმარტავს გიორგი ფხაკაძე.

banner
წინა სტატიაშიკლინიკების ასოციაცია აშშ-სა და EU-ს საელჩოებს მიმართავს: რეალური საფრთხე ექმნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს
შემდეგი სტატიაNGO-ები: სააკაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება იკვეთება