“ფიზიკური განადგურების შიშით მზად არის, ისაუბროს ენით აღუწერელი ტყუილები”

შეშინებული ადამიანი, რომელიც მზად არის ყველაფერი თქვას, საკუთარი უსაფრთხოებისთვის – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, სალომე სამადაშვილი “ომეგა ჯგუფის” სკანდალური საქმის მთავარი ფიგურანტის, ლევან ყიფიანის განმარტებებს ფარულ აუდიო ჩანაწერებზე.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ სპორტის ყოფილმა მინისტრმა გუშინდელი განცხადებები ფიზიკური განადგურების შიშით გააკეთა.

“ყველა მოქალაქე, ყველა ადამიანი, რომელიც გუშინ უსმენდა ბატონ ყიფიანს, ალბათ დაფიქრდა და შეეშინდა რა სახელმწიფოში გვიწევს ჩვენ ცხოვრება. ადამიანი, რომელიც აშკარაა ფიზიკური განადგურების შიშით მზად არის, ისაუბროს ენით აღუწერელი ტყუილები, მოიგონოს ისტორიები, რომელიც არავისთვის არ არის დამაჯერებელი,“-ამბობს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაში„მე მას მხოლოდ ჯანმრთელობას ვუსურვებ” – თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიაჭადრაკის ფედერაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება