“ფიზიკური ძალადობა დაწყებული იყო დაზარალებულის მხრიდან” – ადვოკატი

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 28, 2018 10:07

“ფიზიკური ძალადობა დაწყებული იყო დაზარალებულის მხრიდან” – ადვოკატი

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ თამთა ჯანჯღავას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. აღკვეთის შეფარდებაზეც სასამართლომ შესაძლოა დღესვე იმსჯელოს. ნორიოს ქუჩაზე კი გვიან ღამით დასრულდა იმ მანქანის დათვალიერება, რომლითაც დაკავებული ქალი ინციდენტის დღეს გადაადგილდებოდა. პროცესს ადვოკატთან ერთად თამთა ჯანჯღავაც ესწრებოდა. ბრალდებულის უფლებადამცველები გავრცელებულ ვერსიას, რომ მომხდარი შესაძლოა ნარკოტიკულ საშუალებას უკავშირდებოდეს, უარყოფენ. ასევე მათი განცხადებით, ბრალდებული თავს იცავდა და იგერიებდა ირაკლი ნოზაძის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას.
“ფიზიკური ძალადობა დაწყებული იყო დაზარალებულის მხრიდან” – აცხადებს ადვოკატი ავთანდილ ბუაძე
თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 28, 2018 10:07

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics