თბილისში 1991 წელს დაბადებული ნ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ცნობით, დაპირისპირება წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.
დანაშული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ფიზიკური დაზიანება მიაყენა – 1991 წელს დაბადებულ ს.ქ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ნ.ფ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


















