(video) ფიზიკური დაპირისპირება „პირველის“ ეთერში: “რატომ პროვოკატორობ, გადაგიხადეს 5 ლარი?”

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, ვახო სანაიას შოუში ერთმანეთს სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბადრი შუბლაძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კი დეპუტატ ემზარ კვიციანის თემას მოჰყვა. სამხედრო ექსპერტი მიიჩნევს, რომ კვიციანი გამოცდილი, პროფესიონალი კადრია და ის უნდა დაინიშნოს უშიშროების კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე, შუბლაძე კი ფიქრობს, რომ კვიციანი რუსულ სპეც–სამსახურებთან თანამშრომლობს.

წითელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ კოდორის რუსეთისთვის დათმობაში დაადანაშაულა, საპასუხოდ შუბლაძემ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა გაყიდა.

“რატომ პროვოკატორობ? გადაგიხადეს 5 ლარი?”,– მიმართა წითელაშვილმა შუბლაძეს. ამას კი შუბლაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაშუი გადაიზარდა, წამყვანს კი ეთერიდან გასვლა მოუხდა.

https://youtu.be/PbVCr51-bGk

banner
წინა სტატიაშილევან დავითაშვილმა პარლამენტის წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო
შემდეგი სტატიააფხაზეთთან არ ჯდება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში და მას არ აქვს საერთაშორისო ძალა