ფიზიკური დაპირისპირება ბოლნისში

ბოლნისში, სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ. სამოქალაქო აქტივისტი, ნაშირ ორდუხანის განცხადებით რამდენიმე ადამიანი ჩაიხანაში შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. მისი ცნობით, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმაა. მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანია დაშავებული.

ამ წუთებში ბოლნისის პოლიციის განყოფილებაში მხარეთა გამოკითხვა მიმდინარეობს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის დემოკრატიზაციისთვის და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის
შემდეგი სტატია“ლელო საქართველოსთვის” შეშფოთებით ადევნებს თვალს ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას