ფიზიკურად გამისწორდნენ… თითოეული მათგანის ამოცნობა შემიძლია – თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი თავისუფალია – კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა სოფელი დიღმის მე-6 განყოფილება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

ცნობისთვის, თაზო დათუნაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დააკავეს. ვიდეოკადრებში, რომელსაც “პუბლიკა” ავრცელებს, ჩანს, როგორ შეიყვანეს ის სასამართლოს ეზოდან შენობაში მანდატურებმა ძალის გამოყენებით.

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მისი დაკავების ფაქტს დეტალურად იხსენებს და ყვება, რომ მანდატურის სამსახურის 15-მდე წარმომადგენელმა დაიჭირა.

“მირტყამდნენ, შემათრიეს ისეთ ადგილას, სადაც კამერები ვერ დამინახავდა” – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურებს ფიზიკური ანგარიშსწორების განხორციელებაში ადანაშაულებს.

ამასთან, თაზო დათუნაშვილი აღნიშნავს, რომ ყველა იმ პირის ამოცნობა შეუძლია, რომელმაც მასზე იძალადა.

მთელი დღის განმავლობაში ამას ვამბობდი, რომ საოცრად აგრესიულები იყვნენ ე.წ. მანდატურის სამსახურის ახლადგაყეყეჩებული ზონდერები, რომელსაც რამდენიმე თვეა მისცეს უფლება, რომ ყველაფერი იკადრონ. რაღაც მომაძახა უკნიდან და შემდეგ 15-მდე ადამიანმა დამიჭირა. მირტყამდნენ, შემათრიეს ისეთ ადგილას, სადაც კამერები ვერ დამინახავდა და წამიყვანეს დაბლა. ვეუბნებოდი, რომ უკანონოდ ვყავდი გაჩერებული. უკიდურესად აგრესიულები, უზრდელები იყვნენ.

იყო მცდელობა დარტყმის. ფიზიკურად რამდენიმე ეპიზოდში გამისწორდნენ. მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან დავიწყე ურთიერთობა, ცივილურად ჩაიარა ყველაფერმა. მანამდე, ახლადგაყეყეჩებული ზონდერები ისე იქცეოდნენ, რომ გასაკვირი არ არის.

ამოცნობა შემიძლია. ეგ ვუთხარი თითოეულ მათგანს და თქვენი ეთერითაც ვიტყვი, რომ თითოეულ მათგანს ამოვიცნობ. დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო პასუხი მოყვება. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი. ასე არაკაცურად არავინ მოქცეულა.” – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბილწსიტყვაობა მოიკითხეთ გიორგი გამსახურდიას კედელზე, დასჯადი არ არის უდანაშაულო პატიმარს რომ აგინებ? – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა” – მათე დევიძე სინდისის პატიმარია