ფიზიკის დარგში ნობელის პრემია ლაზერების სამმა გამომგონებელმა მიიღო, მათ შორის, ქალმა

2018 წელს ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ამერიკელი არტურ ეშკინი, ფრანგი ჟერარ მორუ და კანადელი დონნა სტრიკლენდი, მათ პრემია ლაზერული ტექნოლოგიის დარგში სიახლეების გამო მიანიჭეს. ამავე დროს, სტრიკლენდი ამ ჯილდოს ისტორიაში მესამე ქალია. ბოლოს ფიზიკაში ქალმა ნობელის პრემია 55 წლის წინ მიიღო.
გამარჯვებულები გაიყოფენ ფულად ჯილდოს, რომელიც ერთ მილიონ დოლარზე ოდნავ მეტია.
არტურ ეშკინი ცნობილია როგორც ოპტიკური მახეების ერთ-ერთი შემქმნელი. მან გამოიგონა “ოპტიკური პინცეტის” ტექნოლოგია, რომელიც ლაზერის დახმარებით მიკროსკოპული ობიექტებით მანიპულირების საშუალებას იძლევა – “ბიბისი” წერს.
მორუმ და სტრიკლენდმა გამოიგონეს ტექნოლოგია, რომელიც მაღალი ინტენსივობის მოკლე ლაზერულ იმპულსებს გამოსცემს.

გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია 10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი ბრიტანელი მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ელოდება
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტი COMET კოლაბორაციაში – ახალი აღმოჩენების დასაწყისი