პიტერ სიიარტო – მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით უნგრეთი აგრძელებს შესაბამისი ძალისხმევის მხარდაჭერას, რისთვისაც აგზავნის ექსპერტებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობის მისაღებად და ხელს უწყობს უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ნატოსა და საქართველოს შორის.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მემორანდუმზე, რომელიც განათლების სამინისტროსთან გაფორმდა.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებებს განათლების, კვლევისა და განვითარების და ინოვაციის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. ეს შეიძლება ჩაითვალოს ჩვენი ურთიერთობების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტად, რომელიც ქმნის საფუძველს შემდგომი საქმიანობისთვის. წელს ჩვენ მივაღწიეთ რეკორდულ მაჩვენებელს: 262 ქართველმა სტუდენტმა შეიტანა განაცხადი სტიპენდიაზე უნგრეთში განათლების მისაღებად, რაც უპრეცედენტო შემთხვევას წარმოადგენს. ახლა ჩვენ შევდივართ ჩვენი ურთიერთობების ახალ განზომილებაში, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ სტიპენდიებს, არამედ კვლევისა და განვითარების და ინოვაციის სფეროებს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილისა და პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის, განათლების სფეროში, მემორანდუმები გაფორმდა
შემდეგი სტატიაეკა გიგაური – დანიელსონთან შეხვედრისას ჩემი პოზიცია იყო, რომ დაპირისპირების განმუხტვისთვის მნიშვნელოვანია რურუასა და მელიას გათავისუფლება