15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პიტერ სიიარტო: ევროკავშირმა უნდა მოხსნას სანქციები რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციები მოხსნას. 

„ევროპა განსაკუთრებით დაუცველია, რადგან ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ მიწოდებასაც ამცირებს. მიწოდება როდესაც მცირდება, ფასები იზრდება. შესაბამისად, ევროპა ფასების მკვეთრი ზრდის რისკის წინაშე დგას“, – წერს სიიარტო.

მისი თქმით, ევროპა სანქციებს თუ არ მოხსნის, მაშინ ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპასა და ევროპელ ხალხს.

banner
წინა სტატიაშისასახლის ღობის საქმე – რა ჩვენება მისცა სასამართლოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ეუთოს დელეგაციასთან გვქონდა საუბარი, როგორ შეიძლება განიმუხტოს სიტუაცია, არის პირობები, რაც ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს