პიტერ მაგიარი – ევროკავშირის არჩევნების შედეგები უნგრელებს აჩვენებს, რომ მთავრობა შეიძლება, შეიცვალოს

ევროკავშირის არჩევნების შედეგები უნგრელებს აჩვენებს, რომ მთავრობა შეიძლება, შეიცვალოს, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანის პოლიტიკურმა ოპონენტმა, პიტერ მაგიარმა განაცხადა.

ოპოზიციონერი პეტერ მაგიარი 43 წლის ადვოკატია, რომელმაც რამდენიმე თვეში შექმნა ოპოზიციური პარტია.

„ვფიქრობ, ხვალ რა შედეგიც არ უნდა დადგეს, 20% თუ 30%, ჩვენთვის კარგი იქნება. კარგი შედეგი ნიშნავს იმას, რომ ყველა უნგრელი, ისინიც კი, ვისაც აქამდე არ სჯეროდა, დაიჯერებს, რომ ეს მთავრობა შეიძლება, შეიცვალოს. ჩვენ ავაშენებთ პარტიას, რომელიც დაამტკიცებს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს კარგი, სასარგებლო და სამართლიანი“, – განაცხადა მაგიარმა „როიტერთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირმა შეაჩერა უნგრეთისთვის დაფინანსების დიდი ნაწილი იმის გამო, რომ ბუდაპეშტმა დააზიანა დემოკრატიული კონტროლი და წონასწორობა.

„ეს თანხა ნამდვილად საჭიროა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ფერმერებისთვის, ჯანდაცვის სისტემისთვის და განათლებისთვის,”- აღნიშნა მაგიარმა.

მაგიარის თქმით, მისი პარტია შესთავაზებს მექანიზმს, რომელიც ამოწმებს, სად იხარჯება ევროკავშირის სახსრები მანამდე და არა გადახდის შემდეგ, რათა თავიდან აიცილოს თანხის ბოროტად გამოყენება.

„ასოშიეთიდ პრესის“ ინფორმაციით, ბოლოს ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, ევროპარლამენტის არჩევნებში ორბანის პარტია „ფიდესი“, სავარაუდოდ, ხმათა უმრავლესობას მიიღებს, თუმცა მაგიარის პარტიამ შესაძლოა, 30%-ამდე მოიპოვოს, რაც მნიშვნელოვან ადგილებს დააკარგვინებს პრემიერის პარტიას ევროპარლამენტში. უნგრეთში 21 კანდიდატს ირჩევენ.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიათბილისში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა