18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

პიტერ მადიარმა უნგრეთის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა

უნგრეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა პიტერ მადიარმა პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის გადადგომისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მადიარმა პრემიერის ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მადიარმა როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკისგან, ისევე ფრაქციების ლიდერებისგან, მილოცვები მიიღო.

ამის შემდეგ მადიარმა სიტყვით მიმართა დამსწრეებს და განაცხადა, რომ ის “არ იქნება მმართველი, არამედ ემსახურება ხალხს“. მან დასძინა, რომ უნგრეთი გაძარცვული იყო და ამაში პასუხისმგებლობა ყოფილ მთავრობას დააკისრა.

უნგრეთში 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, სადაც პიტერ მადიარის პარტიამ ვიქტორ ორბანის პარტია დაამარცხა და საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. დღეს, ფიცის დადების შემდეგ, მადიარი ქვეყნის ახალი პრემიერი გახდა.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
შემდეგი სტატიაუკრაინამ დააკავა რუსი აგენტი, რომელიც რუსეთის დავალებით, 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა