21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

პიტერ მადიარი – ჩვენ ეს შევძელით! ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა – ჩვენ პარლამენტში უმრავლესობა გვექნება!

ერთად ჩავანაცვლეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა პიტერ მადიარმა განაცხადა, როდესაც გამარჯვების მიტინგზე თავის მხარდამჭერებს მიმართა.

„გამარჯობა, ჩემო თანამემამულე უნგრელებო, ჩვენ ეს შევძელით! „ტისამ“ და უნგრეთმა არჩევნები მოიგეს. არა მცირე, არამედ ძალიან დიდი უპირატესობით. ერთად შევცვალეთ ორბანის რეჟიმი, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი. დავიბრუნეთ ჩვენი ქვეყანა. გმადლობთ. ამის მიღწევა თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“, – აღნიშნა მადიარმა.

მისი თქმით, დემოკრატიული უნგრეთის ისტორიაში არასდროს ამდენ ადამიანს არ მიუცია ხმა არჩევნებში და „არცერთ სხვა პარტიას არასდროს მიუღია ასეთი დიდი მანდატი“.

მადიარის მტკიცებით, მისი პარტია პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

„ჩვენ პარლამენტში ორი მესამედი უმრავლესობა გვექნება“, – აღნიშნა მადიარმა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – ივანიშვილმა დაკარგა მისი ერთადერთი მოკავშირე ევროპაში!
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დაე, რუსეთისა და მისი პროქსი ძალების მარცხი გაგრძელდეს ყველგან, სადაც ისინი მოქმედებენ მსოფლიოს მასშტაბით