პიტერ მადიარი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდება. ინფორმაციას მადიარი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
შეხვედრაზე განიხილება უნგრეთისთვის ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის საკითხი, რომელიც ბლოკმა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის შიდა პოლიტიკის გამო დაბლოკა.
„ოთხშაბათს, ბრიუსელში გავემგზავრები ევროკომისიის პრეზიდენტთან ევროკავშირის თანხების განბლოკვის შესახებ არაფორმალური მოლაპარაკებებისთვის. დასაკარგი დრო არ გვაქვს“, – განაცხადა მადიარმა.


















