13 საათიანი ოპერაციის შემდეგ პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

პიტბულის მიერ დაკბენილი 2 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ფოტოს, ქირურგი კოტე მათითაშვილი აქვეყნებს.

“ნაკბენი ჭრილობის შედეგად ბავშვს დაკარგული ჰქონდა თავის თმიანი საფარის ზონა, პრაქტიკულად მთლიანად. გაშიშვლდა ძვლები. ეს დეფექტი შეფასებული იყო, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ოპერაცია გახდა სასწრაფო. ოპერაცია შესრულდა გუშინ. მსვლელობა იყო ნამდვილად 13 საათი. ოპერაციის შინაარსი იყო დეფექტის ზონის დაფარვა რბილი ქსოვილებით. ეს არის ორგანული, ანუ ნაფლეთოვანი გადანერგვა, რომელიც შეიცავს კუნთოვან მასას და კანს,-განაცხადა კლინიკა კარაპს მედლაინის პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კალანტაროვმა

banner
წინა სტატიაშისენაკში, ორი ავტომობილის შეეჯახების შედეგად ორი ქვეითი დაიღუპა
შემდეგი სტატიათბილისის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა