ფიტარეტის მონასტრის დაზიანებული გალავანი – ადგილზე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ექსპერტები ჩავლენ

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები დღეს ფიტარეთში ჩასვლას და მონასტრის გალავნის დაზიანების შესწავლას გეგმავენ. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ეს რამდენიმე დღეში, მას შემდეგ გაირკვევა, რაც სააგენტოს მონიტორინგის სამსახური შესაბამის დასკვნას დადებს.

მე-13 საუკუნის ფიტარეტის მონასტრის გალავანი მძიმე ტექნიკამ დააზიანა. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ განადგურდა უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ფენა. სადაც შესაძლოა, უნიკალური სამარხები ყოფილიყო. ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი არ გამორიცხავენ, რომ ძეგლის დაზიანების გამო, სანქციები გაატარონ, მათ შორის სასულიერო პირებზეც.

„ადგილზე მოხდება დათვალიერება ფიტარეთის ეკლესიის გალავნისა და ზოგადად ეკლესიის ტანზე დათვალიერება და შემოწმება ანალიზის საფუძველზე იმ შესაძლო დაზიანებების, რომელზეც დღესდღეობით არის საუბარი. სპეციალისტების მიერ მომზადებული ანგარიშის საფუძველზე სააგენტო მოამზადებს დასკვნასაც, შემდეგ უკვე შესაძლო დაზიანებების აღმოფხვრის კუთხით სააგენტო განსაზღვრავს სამოქმედო ტაქტიკას და ამავდროულად განისაზღვრება რეაგირების ის ხარისხი და მასშტაბი, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს,“-განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ბექა ბარამიძემ.

banner
წინა სტატიაშიახალქალაქში ხანძარი ლოკალიზებულია
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე, სოფელ ფერმასთან – დაშავებულია სამი ადამიანი